ქუთაისის ტორპედოს ფრანგმა ლეგიონერმა, მამადუ სახომ Foot Mercato-სთან ქართული თავგადასავლის და ზოგადად ქვეყნის შესახებ ისაუბრა.
საქართველოზე არჩევანი მე და ჩემმა ოჯახმა ერთობლივად შევაჩერეთ. ჩემები 1 თვით ადრე ჩამოვიდნენ და ყველამ ძალიან კარგად მიიღო. საქართველო ულამაზესი ქვეყანაა, რომელიც ჩემს გაოცებას იწვევს.
ეს ქვეყანა ოდნავ ალბანეთს წააგავს, სადაც ლამაზი სანაპიროები და მთებია. საქართველოს ყველა პირობა აქვს იმისათვის, რათა ბავშვები კარგ გარემოში გაიზარდონ.
- თქვა სახომ.