ენცო მარესკა: "ყველას გვჯერა, რომ მუდრიკი უდანაშაულოა" » სპორტის ხაზი

ენცო მარესკა: "ყველას გვჯერა, რომ მუდრიკი უდანაშაულოა"

ენცო მარესკა: "ყველას გვჯერა, რომ მუდრიკი უდანაშაულოა"
18-12-2024, 18:15
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჩელსის უკრაინეო შემტევ მიხაილო მუდრიკს დოპინგი დაუდასტურეს.

იწერება, რომ მუდრიკს ფეხბურთიდან მოკვეთა ემუქრება და ამ მომენტისთვის გამოძიება სწორედ ამ თემაზე მიმდინარეობს.

მუდრიკს მხარდაჭერა გამოუცხადა ჩელსის დამრიგებელმა, ენცო მარესკამ, რომელიც მიხაილოს უდანაშაულობაში დარწმუნებულია.

ყველას გვჯერა, რომ მას ბრალი არ მიუძღვის. ის აუცილებლად დაბრუნდება. მისი კარიერა ჩელსიში არ დასრულებულა. არ ვიცი როდის, თუმცა ის დანამდვილებით დაბრუნდება.

- ამბობს მარესკა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი