ლონდონის ჩელსი ადასტურებს, რომ ფეხბურთის ასოციაცია (FA) ცოტა ხნის წინ დაუკავშირდა მუდრიკს შარდის რუტინულ ტესტში არასასურველი აღმოჩენის გამო.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 23 წლის უკრაინელს დროებით ფეხბურთიდან მოკვეთაც ემუქრება, თუმცა ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია - ყველაფერი უახლოეს დღეებში გაირკვევა.
ცნობისთვის, საკლუბო დონეზე მიმდინარე სეზონში მუდრიკმა ყველა ტურნირზე 15 მატჩი ჩაატარა და თავის გამოჩენა 3 გოლითა და 5 საგოლე გადაცემით მოახერხა.