გიორგი გულიაშვილს "სარაევოში" შესანიშნავი სეზონი აქვს და ბომბარდირთა დავასაც 12 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით ლიდერობს.
შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ ადრე თუ გვიან იგი აუცილებლად მოექცეოდა ძლიერი გუნდების ინტერესის ქვეშ.
ბოსნიური მედია ბოლო დღეების განმავლობაში წერს, რომ გულიაშვილზე ინტერესი უკვე გამოხატეს "ფერენცვაროშმა", "ცრვენა ზვეზდამ" და იტალიურმა "ბოლონიამაც".
უნგრული და სერბული გრანდების შემთხვევაში, საუბარი დაახლოებით 3 მილიონ ევრომდე სატრანსფერო თანხაზე იყო, თუმცა, ბოლოს გავრცელებული ცნობების თანახმად, "ბოლონიას" შეთავაზებამ 4,5 მილიონ ევრომდე მიაღწია.
"ცრვენა ზვეზდაც", თავის მხრივ, ცდილობს მომენტი გამოიყენოს, "სარაევოს" სპორტული დირექტორი ბელგრადში იმყოფებოდა და გუნდებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა.