საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბოსნიური "სარაევოს" თავდამსხმელი, გიორგი გულიაშვილი, ადგილობრივი tvarenasport-ის მიერ გამოქვეყნებულ კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
23 წლის ცენტრ-ფორვარდი ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას 10 გოლით და 3 საგოლე პასით ლიდერობს, მათ შორისაა, სწორედ გასულ ტურში, "სლობოდას" წინააღმდეგ გატანილი ერთი გოლი და საგოლე გადაცემა.