იამალი ისევ დაშავდა - ახალგაზრდა ფეხბურთელს გაცდენა კვლავ ემუქრება » სპორტის ხაზი

იამალი ისევ დაშავდა - ახალგაზრდა ფეხბურთელს გაცდენა კვლავ ემუქრება

იამალი ისევ დაშავდა - ახალგაზრდა ფეხბურთელს გაცდენა კვლავ ემუქრება
16-12-2024, 11:46
Aa Aa
გაზიარება:

მიუხედავად იმისა, რომ გასაოცრად დაიწყეს, ბოლო პერიოდში ბარსელონა ძალიან არასტაბილური გახდა და უამრავ ქულას კარგავს, განსაკუთრებით ლა ლიგაში.

მაგალითად, კატალონიელებმა ახლა საკუთარ კედლებში ლეგანესის წინააღმდეგ 0:1 წააგეს, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ლამინ იამალი კი კვლავ დაშავდა.

როგორც იწერება, ესპანელმა შემტევმა ტკივილი კოჭის არეში იგრძნო და სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება კიდევ ერთხელ დასჭირდება.

ბარსელონაში შიშობენ, რომ იამალი ისევ ტრავმირებული იქნება, არადა უახლოესი მატჩი მადრიდის ატლეტიკოსთან მოდის, რომელიც საოცარ ფორმაშია და თამაშს თამაშზე იგებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი