"ძალიან განრისხებული ვარ" - რას ამბობს იტალიელი ჟურნალისტი კვარაცხელიაზე » სპორტის ხაზი

"ძალიან განრისხებული ვარ" - რას ამბობს იტალიელი ჟურნალისტი კვარაცხელიაზე

"ძალიან განრისხებული ვარ" - რას ამბობს იტალიელი ჟურნალისტი კვარაცხელიაზე
12-12-2024, 22:45
Aa Aa
გაზიარება:

იტალიელმა ჟურნალისტმა და საფეხბურთო ანალიტიკოსმა, კარლო ალვინომ ხვიჩა კვარაცხელიასა და მის მიმართ მოხშირებულ უხეშობაზე მკაცრი მიმართვა გაავრცელა.

ჩვენ სერია A-ში მოთამაშე ტალანტებს უნდა ვიცავდეთ, სინამდვილეში კი ყველაფერი პირიქითაა. ხვიჩა კვარაცხელიას ფეხში გამუდმებით ურტყამენ. მეტოქე გუნდის მწვრთნელები ტაქტიკას კი არ ამუშავებენ, არამედ ფეხბურთელებს ეუბნებიან, რომ ქართველს პირდაპირ ჩაარტყან!

ძალიან გაბრაზებული ვარ! ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ იტალიაში ხვიჩაზე ნამდვილი ნადირობაა გაჩაღებული!

- ამბობს კარლო ალვინო.

სხვათა შორის, ამაზე დიდი ხანია უკვე იტალიაში საუბარი მიმდინარეობს და არაერთი ჟურნალისტი მოუწოდებს სამსაჯო ბრიგადას გამოფხიზლებისკენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი