ხვიჩა კვარაცხელიას და ნაპოლის კონტრაქტი იტალიურ მედიაში კვლავ განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება.
ცნობილმა ჟურნალისტმა კარლო ალვინომ განაცხადა, რომ კვარას წინა სეზონთან შედარებით არც თუ ისე კარგი სათამაშო ფორმა კონტრაქტის გაურკვევლობასთან კავშირში არ არის.
"არ მიმაჩნია, რომ ბოლო პერიოდში მისი ნაჩვენები თამაშები კონტრაქტთან დაკავშირებულ გაურკვევლობებს ეხება - ვფიქრობ, რომ ეს ჭორები მასზე გავლენას არ ახდენს.
ჩემი აზრით, ხვიჩას გაუცნობიერებლად, მაგრამ ეშინია, რომ სკუდეტოს მოგების დროს ნაჩვენები თამაშის გამეორებას ვეღარ შეძლებს და იმ სეზონივით კარგად ვერ ითამაშებს.
ახლა კვარას ყველაზე მეტად სიმშვიდე აკლია და ძველებურად ამიტომ ვეღარ თამაშობს, ვიმეორებ - კონტრაქტი აქ არაფერ შუაშია", - განაცხადა ალვინომ.