საქართველოს ეროვნული ნაკრების დამრიგებელმა, ვილი სანიოლმა The Technician-თან ინტერვიუ ჩაწერა და ჩვენს ქვეყანაზე ასეთი კომენტარი გააკეთა:
ქართველი ხალხი სულ ერთიანობას ნატრულობდა, ევროპის ჩემპიონატზე კარგმა გამოსვლამ კი ქართულ საზოგადოებაზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინა.
ის, რასაც მე ქართველი ადამიანების თვალებში ვხედავდი, არც არასდროს მინახავს. მხოლოდ ამისთვის ღირდა ცხოვრებაში ამ გამოცდილების მიღება.
- თქვა სანიოლმა.
შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლი ეროვნულ ნაკრებში მთავარ მწვრთნელად 2021 წელს დაინიშნა და მას შემდეგ გუნდს აშკარა პროგრესი აქვს.