ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა, მამუკა ჯუღელმა ნაპოლისგან 2022 წელს ქართველი ფეხბურთელის გუნდში მოყვანის გამო ბონუსი მოითხოვა - ინფორმაციას ამის თაობაზე ადგილობრივი გამოცემა Areanapoli ავრცელებს.
წყაროს თქმით, ზემოთხსენებული საკითხი ამჟამინდელ მოლაპარაკებებში მთავარი თემა არ არის და დიდად არც განიხილება, რადგან მხარეები უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე ვერ ახერხებენ შეთანხმებას.
ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატის დასრულებისთანავე ნაპოლის ხვიჩასთან განახლებული და გაუმჯობესებული კონტრაქტი უნდა გაეფორმებინა, თუმცა შეთანხმება ამ დრომდე არ არსებობს - ამის მთავარ მიზეზად კი ფეხბურთელის ანაზღაურება სახელდება.
ნაპოლიმ ხვიჩა კვარაცხელია 2022 წელს დინამო ბათუმიდან სულ რაღაც 10 მილიონ ევროდ შეიძინა