საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტად მერაბ ბაზაძე მეორე ვადით აირჩიეს » სპორტის ხაზი

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტად მერაბ ბაზაძე მეორე ვადით აირჩიეს

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტად მერაბ ბაზაძე მეორე ვადით აირჩიეს
5-12-2024, 00:25
Aa Aa
გაზიარება:

მერაბ ბაზაძე, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს კიდევ 4 წლის ვადით დაიკავებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება გამგეობის წევრებმა ერთხმად მიიღეს.

ყრილობაზე მერაბ ბაზაძემ გასული 4 წელი შეაჯამა, ისაუბრა იმ წარმატებებსა და მიღწევებზე, რასაც ფედერაციამ თუ მოფარიკავეებმა, მისი პრეზიდენტობის პერიოდში მიაღწიეს. სხდომაზე ასევე, განიხილეს მომავალი 4 წლის სამოქმედო გეგმა. საუბარი შეეხო ორ უმნიშვნელოვანეს სპორტულ ღონისძიებას, საქართველოში 2025 წელს ჩასატარებელ მსოფლიო ჩემპიონატს სენიორებს შორის და 2026 წლის ვეტერანების მსოფლიო ჩემპიონატს.

სხდომაზე ასევე აირჩიეს, ვიცე პრეზიდენტები: ზაზა მჭედლიძე, ვარლამ ჯაში.

გენერალური მდივანი ნინო ჯერენაშვილი.

გამგეობის წევრები: მერაბ ბაზაძე, ზაზა მჭედლიძე, როსტომ აბაშიძე, მალხაზ ძნელაძე, თათია აფციაური, სერგი ხატიაშვილი, ქრისტინა გორდეზიანი.

- ვიგებთ საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტად მერაბ ბაზაძე მეორე ვადით აირჩიეს

კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.