გასულ ტურში, მანჩესტერ სიტისთან (2:0) მოგებული შეხვედრის შემდეგ, სადაც მოჰამედ სალაჰმა გოლს+ასისტი შეასრულა, ეგვიპტელმა ფორვარდმა ლივერპულთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ისაუბრა.
"გულწრფელად რომ გითხრათ, ახლა ჩემს თავში ამაზე ფიქრი არ ხდება და მხოლოდ მანჩესტერ სიტისთან მატჩისგან მიღებული სიამოვნებით ვტკბები.
ლივერპულში გატარებული ყოველი წამით სიამოვნებას ვიღებ და იმედია პრემიერ ლიგის მოგებასაც მოვახერხებთ - შემდეგ კი ვნახოთ რა მოხდება..", - განაცხადა სალაჰმა.
ცნობისთვის, 32 წლის ვინგერსა და ლივერპულს შორის არსებულ კონტრაქტს ვადა ზაფხულში გასდის.