ინგლისელი მაიკლ ოუენი, რომელმაც "რეალს" 2004 წელს, "ლივერპულიდან" მიაშურა, მადრიდულ პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ იმ დროს მან კარიერაზე კონტროლი დაკარგა.
"როგორც კი მადრიდში გადაბარგება გადავწყვიტე, კარიერაზე კონტროლი დავკარგე - ეს იმ აღქმის დასასრული იყო, რომელიც ჩემზე, როგორც ფეხბურთელზე ჰქონდათ"
რეალ მადრიდში მოხვედრა ფეხბურთელისთვის პიკია, მაგრამ იქ ისეთი ზეწოლაა, ნორმალურად ვერც კი სუნთქავ. იმედგაცრუებული დავრჩი"
- ამბობს მაიკლი.
ვეტერანმა ინგლისელმა "მერენგების" მაისურით 45 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 16 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით გამოირჩა.