"ცოლთან ერთად სასოწარკვეთილი ვტიროდი" - ლოსანო "ნაპოლიში" გატარებულ პერიოდს იხსენებს » სპორტის ხაზი

"ცოლთან ერთად სასოწარკვეთილი ვტიროდი" - ლოსანო "ნაპოლიში" გატარებულ პერიოდს იხსენებს

"ცოლთან ერთად სასოწარკვეთილი ვტიროდი" - ლოსანო "ნაპოლიში" გატარებულ პერიოდს იხსენებს
24-12-2023, 18:02
Aa Aa
გაზიარება:

"ნაპოლის" ყოფილი მოთამაშე ირვინგ ლოსანო ნეაპოლურ კლუბში გატუზოსთან მუშაობის პერიოდს იხსენებს:

"გატუზო არ მიცნობდა, არც კი იცოდა როგორ და სად ვთამაშობდი, არც არასდროს უკითხავს არაფერი. იქ საქმეები კარგად არ მიდიოდა და ვფიქრობდი, რომ არც არაფერი შეიცვლებოდა.

ყოველთვის სათადარიგოთა სკამზე ვიყავი, ის წელი ჩემთვის საშინელება იყო, ცოლთან ერთად სასოწარკვეთილი ვტიროდი, ხვდები, რომ იქ ბევრზე უკეთესი ხარ და საკუთარ თავს ეკითხები "რატომ არ მაძლევენ წუთებს, რატომ არ მაძლევენ თამაშის საშუალებას?"
- ამბობს მექსიკელი.

ლოსანო ნეაპოლურ გუნდში 2019-დან 2023 წლამდე ასპარეზობდა და 120 მატჩში 23 გოლი გაიტანა. 2019/20 წლებში იტალიის თასი მოიგო, გასულ სეზონში კი იტალიის სერია ა-ს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

მიმდინარე სეზონში "ჩაკიმ" ნიდერლანდებს, კერძოდ "პსვ-ს"-ს მიაშურა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი