ყოფილი იტალიელი ფეხბურთელი სტეფან შვოჩი, რომელიც თავის დროზე ნაპოლის ღირსებასაც იცავდა, კლუბის ქართველ შემტევზე საინტერესო კომენტარს აკეთებს.
"როცა კვარაცხელია იტალიაში ჩამოვიდა, მან ნაპოლიზე წარმოუდგენელი გავლენა მოახდინა - ახლა ქართველი საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიას ვერ გვაჩვენებს და თუ რამდენიმე მატჩს მის ნაცვლად დავიდ ნერეში ითამაშებს, ამაში პრობლემას ვერ ვხედავს.
ლუკაკუს გოლის ეპიზოდში შეტევა მან წამოიწყო, მაგრამ თუ ხელფასის სახით 8 მილიონს ითხოვ, მეტი უნდა გააკეთო, რადგან შენგან სწორედ ამას ელიან", - განაცხადა შვოჩმა.