ხვიჩა კვარაცხელია შესაძლოა დასაჯონ და შემდეგ მატჩში სასტარტო შემადგენლობიდან ამოაგდონ - ინფორმაციას ამის თაობაზე იტალიური გამოცემა II Mattino ავრცელებს.
წყაროს თქმით, ამ ყველაფრის მიზეზი ხვიჩას არადამაჯერებელი თამაში და რომასთან მატჩში მისი რეაქციაა - ქართველი შემტევი ანტონიო კონტემ შეცვალა, რაც ხვიჩას არ მოეწონა და მისი გაბრაზება გამოიწვია.
ყოველივე ამას კი ისიც დაემატა, რომ მოედნიდან გასული კვარა მის ნაცვლად შეცვლაზე შესულ დავიდ ნერესსაც არ მისალმებია და სათადარიგოთა სკამზე ცალკე, განმარტოვებით დაჯდა.
როგორც ჩანს, კონტე კლანჭების გამოჩენას და გუნდის ლიდერისთვის მცირე გაკვეთილის ჩვენებას აპირებს.