გუშინ, ევროპის ლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში გალათასარაი სტუმრად ალკმაარს დაუპირისპირდა და ფერდ, 1:1 ითამაშა.
თურქების მხრიდან ერთადერთი გოლი ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა, რომელიც მიმდინარე სეზონში შეუჩერებელია.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნიგერიელმა ფორვარდმა თურქ გულშემატკივრებს მიმართა და ევვროპულ ტიტულს დაპირდა.
"დაგპირდით გავიტან მეთქი და ასეც მოვიქეცი - გარდა გოლისა, კიდევ ერთ რაღაცას დაგპირდით - თურქეთში უეფას თასს ჩამოვიტან!", - განაცხადა ოსიმენმა.