ჯუდ ბელინგემმა "ლივერპულთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვებს პასუხი გასცა.
"მერწმუნეთ, როდესაც "რეალი" კონტრაქტს გთავაზობს, სხვაზე ვეღარაფერზე იფიქრებ, ეს სულ სხვა დონე და განზომილებაა."
კიდევ ერთ წაგებას ვერ დავუშვებთ, ამიტომ მძიმე ამოცანის შესრულება და ინგლისში 3 ქულის მოპოვება მოგვიწევს."
"ანჩელოტი ყოველთვის ითხოვს გუნდისთვის თავგანწირვას, ჩვენ კი მის მითითებებს ვასრულებთ."
"ჩემი თანაგუნდელების აბსოლუტური ნდობა მაქვს და მივიჩნევ, რომ "ენფილდზე" გამარჯვების მიღწევა შეგვიძლია. ჩვენ გუნდს სჭირდება 3 ქულა და ამისთვის ჩამოვედით.“
"თვითკრიტიკული ადამიანი ვარ. თუ ვერ ვთამაშობ, ამას ყველაზე კარგად მე ვხედავ და განვიცდი, პარერარულად კი ვეძებ გზებს, რომ საუკეთესო ფორმაში შევიდე. როდესაც გოლს ვერ ვიტან, ჩაგდებულ თამაშს არ ნიშნავს, რადგან ეს არ არის ჩემი პირდაპირი მოვალეობა.“
"ანჩელოტის ყოველდღიურად ვესაუბრები და ვცდილობ, გუნდისთვის სასარგებლო საქმე ვაკეთო. ამ სეზონში სხვადასხვა პოზიციაზე თამაში რამდენჯერმე მომიწია, რადგან გუნდში ამის საჭიროება დადგა. იგივე გააკეთეს კამამ, ორელიანმა, ვალვერდემ და სხვებმა, ამაში გასაკვირი ნამდვილად არაფერია."
"ვინისიუსის არყოფნა ჩვენთვის დიდი დარტყმაა. ბრაზილიელი ფეხბურთელი ჩვენთან ერთად ვერ წამოვიდა ლივერპულში, რის გამოც გულგატეხილია."