უეფამ ბელინგემის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო - ფეხბურთელი შესაძლოა დაისაჯოს » სპორტის ხაზი

უეფამ ბელინგემის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო - ფეხბურთელი შესაძლოა დაისაჯოს

უეფამ ბელინგემის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო - ფეხბურთელი შესაძლოა დაისაჯოს
4-07-2024, 17:40
Aa Aa
გაზიარება:

უეფამ რეალ მადრიდის და ინგლისის ნაკრების ვარსკვლავის, ჯუდ ბელინგემის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

საქმე იმაშია, რომ ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრაში, სადაც ინგლისის ნაკრებმა სლოვაკეთი დაამარცხა, ჯუდ ბელინგემმა გამათანაბრებელი გოლის გატანის შემდეგ, სიხარული უხამსი ჟესტით აღნიშნა.

წესების თანახმად, ნებისმიერი უხამსი ჟესტი ან შეურაცხმყოფელი ქმედება წითელი ბარათით ისჯება - იმ მომენტში ბელინგემი ბარათს გადაურჩა, თუმცა, შესაძლოა უეფამ გამოძიების დასრულების შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალოს.

ცნობისთვის, ბოლოს უეფამ ინგლისის ნაკრებიდან დელე ალი 2017 წელს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

ინგლისის ნაკრების მომდევნო მეტოქე მეოთხედფინალურ ეტაპზე შვეიცარიის ნაკრები იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი