გამოცემა Trivela წერს, რომ მადრიდის რეალმა კაზემიროს უკან დაბრუნების სურვილი გამოთქვა, თუმცა ბრაზილიელმა ყოფილი კლუბი უარით გაისტუმრა.
მათი ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედის საყრდენი მადრიდულ გრანდს საკუთარ კარიერაში უკვე დახურულ ეტაპად მიიჩნევს და მისი განახლება არ სურს.
საქმე ისაა, რომ რეალში დიდი ტრავმიანობაა და გუნდის ხელმძღვანელობა მაქსიმალურად ცდილობს დანაკლისის შევსება, ერთ-ერთი იდეა კი კაზემიროს დაბრუნებას ითვალისწინებდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს იდეა ჩანასახშივე ჩაიხშო.
შეგახსენებთ, რომ კაზემირო მადრიდის რეალში 2013 წლიდან 2022 წლამდე თამაშობდა და გუნდთან ერთად უამრავი ტიტული აქვს მოგებული.