27 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში ბარსელონა შინ ბრესტს უმასპინძლებს.
მატჩამდე რამდენიმდე დღით ადრე ცნობილი ხდება, რომ შეხვედრას კოჭის ტრავმის გამო ლამინ იამალი გამოტოვებს - ფეხბურთელმა ტრავმა მოირჩინა და ვარჯიშებიც განაახლა, თუმცა ჰანს ფლიკი გარისკვას კვლავ არ აპირებს.
სავარაუდოდ, 17 წლის შემტევი კლუბს 30 ნოემბერს ლას პალმასის წინააღმდეგ, ან 3 დეკემბერს, მალიორკასთან გასვლით მატჩში დაუბრუნდება.