ლა ლიგის მე-14 ტურის შეხვედრაში ბარსელონა სტუმრად სელტა ვიგოს დაუპირისპირდა და ფრედ 2:2 ითამაშა.
კატალონიელები მთელი მატჩის განმავლობაში 0:2 იგებდნენ, თუმცა 82-ე წუთზე მარკ კასადოს გაძევებიდან მალევე, მასპინძლებმა 2 წუთში 2 გოლი გაიტანეს და შეხვედრის გადარჩენა შეძლეს.
მატჩის დასრულების შემდეგ მედიასთან ბარსელონას მცველმა ჟიულ კუნდემ ისაუბრა.
"პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ, რადგან რომ არა ჩემი უხეში შეცდომები, ამ შეხვედრის გადარჩენას შევძლებდით და მოვიგებდით, კონცენტრაცია დამაკლდა და ძალიან ვწუხვარ ამის გამო", - განაცხადა კუნდემ.
ცნობისთვის, ბარსელონა შემდეგ მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე ბრესტის წინაღმდეგ გამართავს.