ტრავმიდან ახლახანს დაბრუნებულმა რის ჯეიმსმა მორიგი დაზიანება მიიღო, რის შესახებაც ინფორმაცია ფაბრიციო რომანომ გამოაქვეყნა.
რის ჯეიმსი ლესტერ სიტისთან ჩანიშნულ შეხვედრას ახალი ტრავმის გამო გამოტოვებს, რაც ლონდონის ჩელსიშიც დაადასტურეს.
ტრავმა მყესს შეეხება. როგორც მარესკამ თქვა, სერიოზული არაფერია, თუმცა კლუბში არ სურთ, რომ ჯეიმსის ჯანმრთელობით გარისკონ.
- წერს ჟურნალისტი.
რის ჯეიმსისთვის ეს დაზიანება კარიერაში უკვე 25-ეა, რაც მისი ასაკისთვის მართლაც ძალიან ბევრია.