გუშინ, მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-12 ტურის შეხვედრაში არგენტინამ პერუს უმასპინძლა და ლაუტარო მარტინეზის ერთადერთი გოლის წყალობით მეტოქე დაამარცხა.
ამ გოლით, 27 წლის შემტევი დიეგო მარადონას გაუთანაბრდა და ნაკრების მაისურით ჯამში 32 გოლი მოუგროვდა, რისთვისაც 70 მატჩი დასჭირდა, ხოლო მარადონას მსგავსი შედეგისთვის 84 მატჩის ჩატარება მოუწია.
რაც შეეხება არგენტინის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს, 112 გოლით ლიონელ მესი გახლავთ, რომელმაც ეს შედეგი 191 მატჩში დააფიქსირა.
ცნობისთვის, ლაუტარომ 32-ე გოლი სწორედ მესის საგოლე გადაცემის შედეგად გაიტანა.