ლეგენდარული პატრიკ ვიეირა ჯენოას მთავარი მწვრთნელია - ინფორმაციას ამის თაობაზე იტალიური კლუბი ავრცელებს.
როგორც ირკვევა, 48 წლის სპეციალისტმა და კლუბმა ხელშეკრულება 2026 წლამდე გააფორმეს.
შეგახსენებთ, სხვადასხვა დროს ვიეირას კრისტალ პალასში, სტრასბურგში, ნიცაში და ნიუ იორკ სიტიში მუშაობის გამოცდილება აქვს.
რაც შეეხება ჯენოას, გუნდი სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 12 ტურის შემდეგ 10 ქულით მე-17 პოზიციას იკავებს.