ბორჯღალოსნები 2024 წლის ბოლო შეხვედრას საკუთარი გულშემატკივარის წინაშე, 24 ნოემბერს ტონგასთან გამართავს. “მიხეილ მესხზე” თამაში 18 საათზე დაიწყება.
ნოემბრის სანაკრებო ფანჯარაში გუნდებმა უკვე ორ-ორი თამაში გამართეს და ჯერჯერობით გამარჯვების გარეშე არიან. ტონგას ჯერ რუმინეთმა სძლია 25:15, მერე კი აშშ-მ 36:17.
ცნობისთვის, ტონგას ბოლოს 6 წლის წინ, 2018 წელს ვეთამაშეთ, მაშინაც 24 ნოემბერს წლის დასკვნით შეხვედრაში და “მიხეილ მესხზე” 20:9 დავამარცხეთ. ეს იყო ამ გუნდების მე-7 დაპირისპირება, საიდანაც საქრთველომ 5-ში გამარჯვება მოიპოვა.