საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა, ხორვატიის ქალაქ რიეკაში, ისტორიის ახალი ფურცელი დაწერა და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება, ძალიან დრამატულ ბრძოლაში მოიპოვა.
საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც ლუკა ხარატიშვილმა ორი 11-მეტრიანის მოგერიება შეძლო და რამაზ სვანაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა, რომელიც სლოვაკეთში, 11-დან, 28 ივლისამდე გაიმართება.
შეგახსენებთ, ტურნირის წილისყრას, 3 დეკემბერს, სლოვაკეთის დედაქალაქი - ბრატისლავა უმასპინძლებს.