საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ა ლიგაში დაწინაურდა.
შეგახსენებთ, რომ მონტენეგროს დამარცხების შემდეგ, სალომე ხუბულურის გუნდმა ლატვიას 5:2 სძლია და ჯგუფი 6 ქულით, მეორე ადგილზე დაასრულა. ლატვიასთან შეხვედრაში ჩვენი გუნდის ხუთივე გოლი ანანო წიქარიძემ გაიტანა.
ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრები B ლიგის საუკეთესო მეორეადგილოსანია და ამ პოზიციის შენარჩუნების შემდეგ, საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში A ლიგაში ვიასპარეზებთ, რომელი მატჩებიც მარტში გაიმართება და ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად ვიბრძოლებთ.