რამდენიმე წუთის წინ ფაბრიციო რომანომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პატრიკ ვიერამ სერია A-ს მიაშურა და ჯენოას მთავარი მწვრთნელი გახდა.
ჯენოადან მთავარი მწვრთნელი ჯილარდინო წავიდა, რომელსაც ფრანგი სპეციალისტი, პატრიკ ვიეირა ჩაანაცვლებს.
ვიეირამ კონტრაქტის პირობებზე შეთანხმებას დღეს მიაღწია და ახალ კლუბში მუშაობას ამ კვირიდან დაიწყებს.
- წერს რომანო.
სხვათა შორის, ჯენოამ ვიეირასთან ერთად სულ ახლახანს დაიმატა მარიო ბალოტელიც.