ინტერისა და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელით, მარკუს ტურამით ორი გრანდია დაინტერესებული, ესენია: ლივერპული და პარი სენ-ჟერმენი.
ლივერპულში ახალ ფორვარდს ეძებენ, რადგან დარვინ ნუნიესმა გაცემული ავანსები ვერ გაამართლა, დანარჩენ შემტევებს კი ან ცოტა სათამაშო დრო, ან ხშირი ტრავმიანობა აქვთ.
რაც შეეხება პარი სენ-ჟერმენს, მას ახალი პროექტის ნაწილად ტურამის ლიდერობა სურს. ფრანგები ეცდებიან, რომ ტურამი სამშობლოში დააბრუნონ და კარგი პირობებიც შესთავაზონ.
უნდა ითქვას ისიც, რომ ტურამის დათმობა არც ინტერს სურს, რომელიც ფრანგზე დიდ იმედებს ამყარებს.