ლილის კანადელმა ფორვარდმა, ჯონათან დევიდმა აღნიშნა, რომ ბავშვობაში ბარსელონას გულშემატკივრობდა, რის შემდეგაც მედიაში ფეხბურთელი ამავე კლუბს დაუკავშირეს.
ბავშვობაში ბარსელონა ჩემი საყვარელი გუნდი იყო და ცხადია, შენ იმ კლუბში თამაშზე ოცნებობ, რომელსაც ბავშვობის განმავლობაში უჭერდი მხარს.
- თქვა დევიდმა.
ჯონათან დევიდს ლილთან არსებული ხელშეკრულება 2025 წლის ივნისში ეწურება, პარალელურად კი მისი ტრანსფერით არაერთი დიდი კლუბია დაინტერესებული, მათ შორის კატალონიის ბარსელონაც.