ბარსელონას ახალგაზრდა ნახევარმცველის პედრის კონტრაქტი კლუბთან დასასრულს უახლოვდება, სწორედ ამიტომ მხარეები მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდნენ.
"ბარსელონასთან ახალი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებებს ჩემი აგენტები აწარმოებენ და ამ საკითხზე ისინი ზრუნავენ - ვფიქრობ, ყველაფერი კარგად მიდის და მოვლენები ისე ვითარდება, როგორც მოსალოდნელი იყო", - განაცხადა პედრიმ.
შეგახსენებთ, 21 წლის ფეხბურთელის კონტრაქტს ვადა 2026 წლის ზაფხულში გასდის და როცა ამხელა ტალანტის მქონე მოთამაშეზეა საუბარი, მსგავსი კონტრაქტები განახლებას საჭიროებს.