"დღეს ჩემი ბათუმი მნიშვნელოვან მატჩს მასპინძლობს" - რომან დოლიძე საქართველოს მატჩზე » სპორტის ხაზი

"დღეს ჩემი ბათუმი მნიშვნელოვან მატჩს მასპინძლობს" - რომან დოლიძე საქართველოს მატჩზე

"დღეს ჩემი ბათუმი მნიშვნელოვან მატჩს მასპინძლობს" - რომან დოლიძე საქართველოს მატჩზე
16-11-2024, 21:48
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს უკრაინასთან მატჩისთვის ამხნევებს.

"სპორტში, ხალხის, ანუ გულშემატკივარის როლი საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანია, თქვენი მხარდაჭერა არა მარტო ატმოსფეროს ქმნის არამედ ენერგიას, სტიმულს, ძალას გვაძლევს.

მე ყოველდღიურად ვგრძნობ თქვენს სიყვარულს, თქვენს მხარდაჭერას, რაც ერთის მხრივ გამუდმებით ტონუსში მამყოფებს მოტივაციას მაძლევს და მეორეს მხრივ მუდამ მახსენებს, რომ მე მაქვს გარკვეული პასუხისიმგებლობა ჩემი ხალხის, ჩემი ქვეყნის წინაშე, რომ მოცემულ მომენტში იმ საერთაშორისო პლატფორმებზე სადაც მიწევს ყოფნა, მე ვარ ჩემი ქვეყნის ელჩი ჩემი ქვეყნის სახე, რომ ყველა ქმედება, კომენტარი, რეაქცია, არა მარტო ჩემს იმიჯზე არამედ ჩემს ქვეყანაზეც აისახება.

ამიტომ, ვცდილობ ყოველთვის ვიყო მოზომილი, მშვიდი, არ მიყვარს შოუ და სანახაობა, სიმართლე გითხრათ ეს ჩემს ხასიათშიც ზის.

მინდა საჯარო მადლობა გითხრათ, აქტიურობის, თქვენი დადებითი უკუკავშირის გამო, განსაკუთრებული მადლობა ჩემს ქალაქს, ჩემს ძვირფას ბათუმს, იმ ხალხს,ვინც ქუჩაში მაჩერებთ, მამხნევებთ, ვისაც გჯერათ ჩემი და გიყვარვართ ისეთი როგორიც ვარ.

დღეს ჩემი ბათუმი მნიშვნელოვან მატჩს მასპინძლობს, ფეხბურთის დაწყებამდე რამდენიმე საათი დარჩა.

ჩემი როგორც სპორტმენის, რიგითი ქართველის, და გულშემატკივარის დიდი მხარდაჭერა ჩვენს ბიჭებს ჩვენს ეროვნულ ნაკრებს!🇬🇪
მადლობა, რომ ასე გვახარებთ! წინ კიდევ უფრო დიდი წარმატება გელოდებათ.

ძალა ერთობაშია"


- წერს დოლიძე სოციალურ ქსელში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი