ქართულ მედიაში ახალგაზრდა მცველის, ალექსანდრე კალანდაძის აგენტის კომენტარი გავრცელდა, რომელმაც ფეხბურთელის ჩაშლილი ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.
კალანდაძეს რეალური ვარიანტი ჰქონდა გერმანიის მეორე ლიგაში მოთამაშე გუნდისგან, რომელიც ახლა უმაღლეს დივიზიონში გამოდის.
სამწუხაროდ, ტრანსფერი იმიტომ ჩაიშალა, რომ გერმანულ კლუბებს დინამოს წამყვანი ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულების დაფარვა არ შეუძლიათ.
- თქვა ლაშა ოდილაძემ.
ახალი სეზონიდან გერმანიის უმაღლეს დივიზიონში 2 კლუბი აღზევდა, ჰოლშტენ კილი და სანკტ პაული. სავარაუდოდ, ოდილაძე ერთ-ერთ მათგანზე საუბრობდა.