ხვიჩა კვარაცხელია საკუთარი შვილის, დამიანეს ნათლობას დაესწრო, რის გამოც ნაკრებთან ჩასვლა ოდნავ შეაგვიანდა, თუმცა ხვიჩა უკვე ადგილზეა და უკრაინასთან სათამაშოდ ბოლომდე მზადაა.
ნაპოლის ვარსკვლავი შეკრებაზე საკმაოდ ბრენდული ტანსაცმლით გამოჩნდა. კვარას მოსაცმელი ლუი ვიტონის ახალი კოლექციიდან ეცვა.
ინტერნეტში მითითებული ინფორმაციის მიხედვით, ხვიჩა კვარაცხელიას ეს ახალი მოსაცმელი 2180 დოლარი ღირს.