VIDEO: რომელ ქართველ სპორტსმენს მიუძღვნა კვარამ ჩეხეთთან გატანილი გოლი » სპორტის ხაზი

VIDEO: რომელ ქართველ სპორტსმენს მიუძღვნა კვარამ ჩეხეთთან გატანილი გოლი

VIDEO: რომელ ქართველ სპორტსმენს მიუძღვნა კვარამ ჩეხეთთან გატანილი გოლი
8-09-2024, 11:06
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დაიწყო. თბილისში, ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებული მატჩი ჩვენი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით, 4:1 დასრულდა.

შეხვედრის 33-ე წუთზე, საკუთარი გამომუშავებული პენალტი, ხვიჩა კვარაცხელიამ გოლადვე აქცია და ანგარიში გახსნა.

როგორც მოსალოდნელი იყო, გატანილი გოლი კვარამ შვილს, დამიანეს მიუძღვნა - გარდა ამისა, კვარამ "ორიანი" ანიშნა გულშემატკივრებს, რითაც ლაშა ბექაურის მიმართ გამოხატა პატივისცემა და ერთგვარად, გოლი ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონსაც მიუძღვნა.

იხილეთ ვიდეო:


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი