ბითაძის 12 ქულა, 12 მოხსნა და ორლანდოს ზედიზედ მე-4 გამარჯვება » სპორტის ხაზი

ბითაძის 12 ქულა, 12 მოხსნა და ორლანდოს ზედიზედ მე-4 გამარჯვება

ბითაძის 12 ქულა, 12 მოხსნა და ორლანდოს ზედიზედ მე-4 გამარჯვება
15-11-2024, 13:24
Aa Aa
გაზიარება:

გოგა ბითაძის წარმატებული თამაში გრძელდება. ქართველ ცენტრთან ერთად წარმატებულად ასპარეზობს მისი გუნდი ორლანდო მეჯიქი, რომელმაც მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.

ამჯერად მისი მეტოქე იყო გოგას ყოფილი კლუბი ინდიანა პეისერსი, რომელიც მეჯიქმა დაძაბულ ბრძოლაში 94:90 დაამარცხა. ეს გამოდგა ზედიზედ მე-12 შინ მოგებული მატჩი ორლანდოსთვის.

ქართველი ცენტრი კვლავ სასტარტო შემადგენლობაში იყო და NBA-ის მიმდინარე სეზონში მესამე ორმაგი დუბლი ჩაიწერა: 12 ქულა, 12 მოხსნა. მან მოედანზე 28 წუთი გაატარა, 7-დან 6 ორქულიანი გამოიყენა და სტატისტიკა თითო ჩაჭრა-პასითა და 2 დაფარებით გაიმდიდრა.

კვლავ გამორჩეული მატჩი ჰქონდა ორლანდოს გერმანელ ფორვარდს, ფრანც ვაგნერს, რომელმაც 29 ქულა ჩააგდო. მეჯიქს 7 მოგება, 6 წაგება აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მესამე ადგილზეა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი