ხორვატიის მეკარე: "საქართველოს მინუსები აქვს და ამით ვისარგებლებთ" » სპორტის ხაზი

ხორვატიის მეკარე: "საქართველოს მინუსები აქვს და ამით ვისარგებლებთ"

ხორვატიის მეკარე: "საქართველოს მინუსები აქვს და ამით ვისარგებლებთ"
15-11-2024, 11:55
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ხორვატიასთან 2-მატჩიან პლეიოფს დღეს იწყებს. რამაზ სვანაძის გუნდი 19:00 საათზე მეტოქეს მესხის სტადიონზე მიიღებს და განმეორებით მატჩამდე უპირატესობის მოპოვებას შეეცდება.

მეტოქე გუნდის მეკარემ, ნიკოლა ჩავლინამ საქართველოზე ასეთი კომენტარი გააკეთა:

საქართველოს ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, ისინი შემთხვევით პლეიოფში ვერ გავიდოდნენ. თუმცა ჩვენ მათი თამაში გავაანალიზეთ და კარგად მოვემზადეთ. ქართველებს აქვთ ბევრი პლუსი, მაგრამ ასევე აქვთ მინუსები.

ეს ის გუნდია, რომელიც ბევრს არ იგებს, მაგრამ ბევრსაც ვერ იგებს, ამიტომ შეცდომები მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ და ჩვენი შანსებით ვისარგებლოთ. ვფიქრობ, საბოლოოდ ჩვენი კლასი თავისას გაიტანს.

- თქვა ჩავლინამ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი