საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 15 ნოემბერს, ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში ხორვატიის 21-წლამდე ნაკრებს უმასპინძლებს. საპასუხო მატჩი კი 19 ნომბერს, რიეკას ცენტრალურ სტადიონზე, რუევიცაზე გაიმართება.
დღეს, ჩვენმა გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში სრული შემადგენლობით გამართა. მანამდე კი მიხეილ მესხის საპრესკონფერენციო დარბაზში, მედიის წარმომადგენელთა კითხვებს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ უპასუხა.
ხვალინდელი მატჩის სატელევიზიო რეპორტაჟს, 19:00 საათზე, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.