ინგლისურმა Daily Mail-მა სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ემპოლის ცენტრალური მცველის, საბა გოგლიჩიძის შესახებ დაწერა.
ბრიტანულმა გამოცემამ ახალგაზრდა ქართველი მცველი სამ პრემიერლიგურ კლუბს: ვესთ ჰემ იუნაიტედს, იფსვიჩს და ვულვერჰემპტონს დაუკავშირა.
სტატია სერია A-ში მოთამაშე ახალგაზრდებზეა გათვლილი და როგორც ვკითხულობთ, საბა ამ კლუბებისთვის შესაძლოა ინტერესის სფეროს წარმოადგენდეს.