ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ, Daily Mail-მა სტატია ნაპოლისა და ხვიჩა კვარაცხელიას რეგრესის შესახებ გამოაქვეყნა:
"ნაპოლის 77-ე ნომერს თამაშის ბედის გადაწყვეტა საკუთარი უნარებით აღარ შეუძლია. იტალიის ჩემპიონობის შემდეგ ნაპოლის ტალანტი ჩაქრა და ენერგია გამოეცალა. კვარაცხელია ბოლო პერიოდში მსაჯებთან ჩხუბით იღლება, ბევრ უაზრო პასს აკეთებს და სირბილითაც არასწორი მიმართულებით დარბის."
"შთაბეჭდილება რჩება, რომ მას ფეხბურთის თამაში დაავიწყდა. ტორინოსთან ხვიჩა უბრალოდ უუნარო იყო. შესაძლოა, ის მხოლოდ კარგი ფეხბურთელია, რომელმაც ერთი სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა, ახლა კი თავის რეალურ სახეს დაუბრუნდა."
"ხვიჩა კვარაცხელიას საბაზრო ფასი ეცემა. ახლა მასში იმდენს არ გადაიხდიან, რამდენიც ხვიჩა მანამდე ღირდა. ცხადია, მასზე ნაპოლის ცუდი ფორმაც მოქმედებს, მაგრამ თავადაც არანაკლებ დიდი ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს", - წერს გამოცემა ქართველზე