წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე „დინამო“ თბილისმა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს, ბუდაპეშტის „ფერენცვაროშს“ თბილისში უმასპინძლა.
„ფერენცვაროში“ მატჩის ფავორიტი იყო და თამაშიც უნგრელთა კარნახითა და უპირატესობით წარიმართა. თბილისელებმა ოთხივე მეოთხედი დათმეს (2:5, 1:4, 3:4, 1:4) და საბოლოოდ სტუმრებმა 18:7 გაიმარჯვეს.
ჯგუფურ ეტაპზე გამართული ოთხი მატჩის შემდეგ „დინამო“ თბილისი (0 ქულით) სატურნირო ცხრილში ბოლო, მეოთხე ადგილზეა, „ფერენცვაროში“ კი 12 ქულით ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს.