ფიფას პრეზიდენტის ჯანი ინფანტინოს ვიზიტი თბილისში » სპორტის ხაზი

ფიფას პრეზიდენტის ჯანი ინფანტინოს ვიზიტი თბილისში

ფიფას პრეზიდენტის ჯანი ინფანტინოს ვიზიტი თბილისში
13-11-2024, 16:56
Aa Aa
გაზიარება:

13 ნოემბერს, თბილისში ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს ვიზიტი შედგა. ფიფას პრეზიდენტთან ერთად, საქართველოს ორგანიზაციის სხვა მაღალჩინოსნები ესტუმრნენ, მათ შორის, ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი იური ჯორკაეფი, ფედერიკო რავილიონე, ელხან მამადოვი და მარკო ფერი.

ვიზიტის ფარგლებში, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელი გაეცნო ინფრასტრუქტურულ პროექტებს. მათ შორის, დაათვალიერა ყოფილი ავაზას ტერიტორიაზე მიმდინარე სფფ-ის დიღმის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა, რომელიც ფიფას პროგრამა FORWARD-ის მხარდაჭერით ხორციელდება. მშენებლობის მიმდინარეობა სტუმრებთან ერთად ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ და ვიცე-პრეზიდენტებმა - ალექსანდრე იაშვილმა და აკაკი ალადაშვილმა დაათვალიერეს.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ჯანი ინფანტინომ მედიასთან გაკეთებულ კომენტარში ხაზი გაუსვა ფეხბურთის ფედერაციის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული წარმატებული პროექტების მნიშვნელობას და ამასთან, 20-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოპოვების შანსს. შეგახსენებთ, რომ ფიფას 2029 წლის 20-წლამდე მსოფლიო თასის მასპინძლობაზე განაცხადი საქართველოს სომხეთთან ერთად აქვს შეტანილი.

GFF.GE


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი