ქართველების გზები ესპანეთში გადაიკვეთა | ბურჯანაძის კორუნამ შერმადინის ტენერიფეს უმასპინძლა » სპორტის ხაზი

ქართველების გზები ესპანეთში გადაიკვეთა | ბურჯანაძის კორუნამ შერმადინის ტენერიფეს უმასპინძლა

ქართველების გზები ესპანეთში გადაიკვეთა | ბურჯანაძის კორუნამ შერმადინის ტენერიფეს უმასპინძლა
11-11-2024, 16:27
Aa Aa
გაზიარება:

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-7 ტურში ქართველ კალათბურთელთა გუნდების გზები გადაიკვეთა. ბექა ბურჯანაძის “ლეიმა კორუნა ბასკეტა” გიორგი შერმადინის “ლაგუნა ტენერიფეს” უმასპინძლა და დიდი სხვაობით – 62:87 დამარცხდა. უმაღლესი ლიგის დებიუტანტმა, რომლის ღირსებასაც ბურჯანაძე იცავს, პირველი ნახევარი 3 ქულით მოუგო სტუმრებს, თუმცა მეორე ტაიმში ვერაფერი გააწყო და 25 ქულით დამარცხდა.

ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე არასრული 21 წუთი გაატარა. კორუნას ქართველმა ფორვარდმა 3 ცდიდან 2 ორქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო და სამქულიანი კი ააცილა. 4 ქულასთან ერთად ბურჯანაძემ 4 მოხსნა მიითვალა, 1 ჯარიმა მიიღო, ხოლო მასზე ტენერიფელები 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

გიორგი შერმადინი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე მთლიანობაში 16:24 წუთი დაჰყო. ქართველმა ცენტრმა 6-დან 3 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, ჯამში კი 7 ქულა მოაგროვა. მის ანგარიშზე ასევე 1 ჩაჭრა იყო. ორივე ქართველმა სარგებლიანობის თანაბარი კოეფიციენტი – 4 დააგროვა. ტენერიფელებს ბრუნო ფიტიპალდომ ულიდერა 21 ქულით, კორუნაში კი საუკეთესო ტრეი ტომპკინსი იყო – 11 ქულა.

ტენერიფეს 5 მოგების წილ 1 მარცხი აქვს და ცხრილში საპატიო, მე-2 ადგილზე იმყოფება. ბურჯანაძის გუნდს კი 7 მატჩში მხოლოდ 2 გამარჯვება აქვს და მე-15 ადგილზეა.

GBF.GE


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი