საჩემპიონო ქამრის წარმატებით დაცვის შემდეგ, უცხოურ მედიაში კიდევ უფრო ხშირად იწერება ილია თოფურიას და ისლამ მახაჩევის შესაძლო დაპირისპირებაზე. ქართველმა მებრძოლმა ერთ-ერთ ინტერვიუში მსუბუქ წონაში ასვლა არ გამორიცხა.
სწორედ ამ ფაქტს გამოეხმაურა ქვესაშუალო წონის მებრძოლი კოლბი კოვინგტონი, რომელმაც თოფურიას საკუთარ დივიზიონში დარჩენა ურჩია.
"თოფურია ძალიან მაგარი მებრძოლია, მაგრამ მსუბუქ წონაში ასვლა და ისლამთან ჩხუბი არ მგონია ჭკვიანური იყოს, რადგან ის ძალიან დაბალია და ჯობია თავის დივიზიონში დარჩეს და სახელის მოხვეჭა განაგრძოს.
მიუხედავად ყველაფრისა, მესმის ამას რატომ აკეთებს. მან ზედიზედ UFC-ის ისტორიაში ორი საუკეთესო მებრძოლი დაამარცხა, მაგრამ როგორც უკვე ავღნიშნე, ის თავის დივიზიონში უნდა დარჩეს", - განაცხადა კოვინგტონმა.