ნოემბრის სანაკრებო სეზონის პირველი მატჩისთვის შემადგენლობა ცნობილია » სპორტის ხაზი

ნოემბრის სანაკრებო სეზონის პირველი მატჩისთვის შემადგენლობა ცნობილია

ნოემბრის სანაკრებო სეზონის პირველი მატჩისთვის შემადგენლობა ცნობილია
8-11-2024, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა 2024 წლის ნოემბრის სანაკრებო სეზონის პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

საქართველო შემოდგომის ტესტ-სერიას 10 ნოემბერს ოლ ბლექს XV-თან რკენით ხსნის. თამაში საფრანგეთში, მონპელიეში, GGL Stadium-ზე ჩვენი დროით 17 საათზე დაიწყება.

ოლ ბლექს XV-ის წინააღმდეგ ბორჯღალოსნებს ვასილ ლობჟანიძე გაუძღვება, რომელიც გუნდის ისტორიაში 35-ე კაპიტანი გახდება. მას ღერძზე ლუკა მატკავა შეუწყვილდება.

ცენტრში თორნიკე კახოიძისა და გიორგი კვესელაძის დუეტს ვიხილავთ, ფულბეკი დავით ნინიაშვილი იქნება, ხოლო ფრთებზე აკა ტაბუცაძე და სანდრო თოდუა დადგებიან.

შერკინების პირველ ხაზში თამაშს კვაჭი ვანო კარკაძე და ბურჯები - ნიკა აბულაძე და სანდრო ქუნთელია იწყებენ. მეორე ხაზში მიხეილ ბაბუნაშვილი და გიორგი ჯავახია შეწყვილდებიან, მესამე ხაზში კი ილია სპანდერაშვილს, გიორგი ცუცქირიძეს და თორნიკე ჯალაღონიას ვიხილავთ.

შერკინების მარქაფაში არიან კვაჭი ლუკა ნიორაძე, ბურჯები გიორგი ახალაძე და ირაკლი აფციაური, მეორეხაზელი ლაშა ჯაიანი და მესამეხაზელი ლუკა ივანიშვილი. ჰავბეკის პოზიციაზე თამაშში თენგიზ პერანიძე ჩაერთვება, მგეზავად თედო აბჟანდაძე, ხაზში კი დემურ თაფლაძე გამოჩნდება.

„ოლ ბლექს XV-თან თამაშის დონე ნებისმიერ ტესტ-მატჩს შეესაბამება. რთული შეხვედრა გველის. ეს ჩვენი ფიზიკური გამძლეობისთვის კარგი ტესტი იქნება. ის სისწრაფეები, რომლითაც ახალი ზელანდია თამაშობს, ჩვენთვის დიდი გამოცდილების მომტანი იქნება. თუმცა ეს ის თამაშია, რომლის მოგებასაც ნამდვილად ვეცდებით“ - ამბობს რიჩარდ ქოქრილი.

თოდუას 115!

ოლ ბლექს XV-თან თავის 115-ე კეპს მოიხვეჭს და ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით მერაბ კვირიკაშვილს გაუტოლდება 36 წლის ფრთა სანდრო თოდუა. მან ბორჯღალოსნების კვართი პირველად 2008 წელს, ჩეხეთთან მოირგო და აქამდე ჩატარებულ 114 თამაშში 19 ლელო გაიტანა. 35 წლის განმავლობაში ბორჯღალოსნების რიგებში ყველაზე მეტი, 122 თამაში დავით კაჭარავას აქვს ჩატარებული, კვირიკაშვილი კი მეორე ადგილზეა.


ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 32 კეპი, 68 ქულა), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 43, 195), 13. გიორგი კვესელაძე (გრენობლი, 60, 40), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 6), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 114, 95), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 22, 145), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა, 87, 78, კაპ.);

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (მონპელიე, 15), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე, 15, 20), 3. სანდრო ქუნთელია (ლა როშელი, 6, 5), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 10, 20), 5. გიორგი ჯავახია (გრენობლი, 14, 10), 6. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი, 8, 15), 7. გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი, 38, 35), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი, 35, 35).

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი, 8), 17. გიორგი ახალაძე (კლერმონი, 7), 18. ირაკლი აფციაური (ლიონი, 10), 19. ლაშა ჯაიანი (ნევერი, 22), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, 15, 10); 21. თენგიზ პერანიძე (შავი ლომი, 3, 5), 22. თედო აბჟანდაძე (ორიაკი, 54, 351), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 39, 20).

rugby.ge


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი