ითამაშებს თუ არა გოგლიჩიძე ნოემბრის მატჩებში? - სანიოლი კითხვას პასუხობს » სპორტის ხაზი

ითამაშებს თუ არა გოგლიჩიძე ნოემბრის მატჩებში? - სანიოლი კითხვას პასუხობს

ითამაშებს თუ არა გოგლიჩიძე ნოემბრის მატჩებში? - სანიოლი კითხვას პასუხობს
გუშინ, 15:55
Aa Aa
გაზიარება:

ერთა ლიგაზე უკრაინასთან, 16 ნოემბერს და ჩეხეთთან, 19 ნოემბერს, მატჩებამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.

"ბოლო წლები ძირითადად ერთ ტაქტიკურ სქემას ვიყენებთ. ამ მხრივ ხშირი ცვლილება მიზანშეწონილი არ არის, რადგან ფეხბურთელებმა უნდა იცოდნენ, როგორ ვთამაშობთ. სქემაში ცვლილებები, ძირითადად, ტრავმებით იყო გამოწვეული.

ცენტრალური მცველების ასაკიდან გამომდინარე, შესაძლო ცვლილებაზე და უნგრეთიდან ილია ბერიაშვილის მიწვევაზე თუ ვფიქრობ? რა თქმა უნდა, ვაცნობიერებთ, რომ ნაკრების არაერთი მცველი ასაკშია. ჩვენ კალანდაძე გამოვცადეთ, მაგრამ ვითარება მუდმივად იცვლება. მაგალითად, ცოტა ხნის წინ გოგლიჩიძეზე არც ვსაუბრობდით, ახლა კი შანსი აუცილებლად მიეცემა და სასტარტო შემადგენლობაში ერთ მატჩს მაინც დაიწყებს."


- ამბობს ფრანგი სპეციალისტი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი