17-წლამდე გოგონათა წარმატება - ხუბულურის გუნდმა მონტენეგროს 2:1 სძლია » სპორტის ხაზი

17-წლამდე გოგონათა წარმატება - ხუბულურის გუნდმა მონტენეგროს 2:1 სძლია

17-წლამდე გოგონათა წარმატება - ხუბულურის გუნდმა მონტენეგროს 2:1 სძლია
გუშინ, 17:11
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩი გამართა. სალომე ხუბულურის გუნდმა მონტენეგროს 2:1 სძლია.

ანგარიში მატჩის 38-ე წუთზე მონტენეგროს ნაკრებმა ალეკა ბალევიჩის გოლით გახსნა. ჩვენმა გუნდმა წონასწორობა 56-ე წუთზე, სოფი ხელაშვილის გოლით აღადგინა. გამარჯვების გოლი, 95-ე წუთზე, ლოლიტა კალოიანმა, ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანით გაიტანა.

ორი მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 3 ქულა აქვს. დასკვნით შეხვედრას ჩვენი გუნდი 11 ნოემბერს, ლატვიის წინააღმდეგ გამართავს. ა ლიგის საგზურს ბ ლიგის ექვსი ჯგუფის გამარჯვებულებთან ერთად საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი