"ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად შანსები გვაქვს" - ავთანდილ ასათიანი ნაკრების მომავალზე » სპორტის ხაზი

"ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად შანსები გვაქვს" - ავთანდილ ასათიანი ნაკრების მომავალზე

"ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად შანსები გვაქვს" - ავთანდილ ასათიანი ნაკრების მომავალზე
8-11-2024, 12:22
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა, ლატვიასთან გამართულ ამხანაგურ მატჩებზე ისაუბრა.

"დეკემბერში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი იწყება და ეს თამაშებიც ამ ტურნირისთვის მოსამზადებლად გვჭირდებოდა. სამწუხაროდ, ლატვიასთან მეორე თამაშში დავმარცხდით, მაგრამ, მეორეს მხრივ, კარგია, რომ ეს შეცდომები დღეს დავუშვით, შესარჩევი ტურნირის დაწყებამდე ხარვეზები უნდა გამოვასწოროთ.

კოსოვოსთან მატჩამდე საკმაო დრო გვაქვს, თამაშს კარგ განწყობაზე რომ შევხვდეთ. რა თქმა უნდა, ჯობდა მოგვეგო, მაგრამ შეცდომებზეც უნდა ვისწავლოთ. გვაქვს შანსი, ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრად ვიბრძოლოთ, დანარჩენს კი დრო გვაჩვენებს"


ჩვენმა ნაკრებმა 6 ნოემბერს ბალტიისპირელებთან 2:2 ითამაშა, ხოლო გუშინ, 7 ნოემბერს, 2:6 დამარცხდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი