გერმანულ მედიაში მიუნხენის ბაიერნის სპორტული დირექტორის, კრისტოფ ფროინდის კომენტარი გავრცელდა, რომელიც ამბობს, რომ კლუბში ძირეული ცვლილებების საჭიროება არ არის.
კლუბში არსებული მდგომარეობით და შედეგებით ყველანი კმაყოფილები ვართ, რის გამოც ცვლილებების დაგეგმვას არ ვაპირებთ, ამის საჭიროება არ არის.
ახლა უფრო მეტად ხელშეკრულებებზე ვფიქრობთ, რადგან ზოგიერთ მნიშვნელოვან ფეხბურთელს კონტრაქტის ვადა მალე გასდის, ჩვენ კი მათ ხელახალ შემუშავებაზე ვართ ორიენტირებულები.
- თქვა სპორტულმა დირექტორმა.
მიუნხენის ბაიერნმა გასულ სათამაშო დღეს ჩემპიონთა ლიგაზე ბენფიკა 1-0 დაამარცხა და ტურნირზე რიგით მე-2 გამარჯვება მოიპოვა, აღებული 6 ქულით კი კლუბი ცხრილის მე-17 ადგილზეა.